13:22 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 14:05:02, 574 ნახვა

საზოგადოება
იური ნოზაძე ზალცბურგში ნადირობისა და მეთევზეობის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ავსტრიის რესპუბლიკაში, ქ. ზალცბურგში ნადირობისა და მეთევზეობის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოფენის მთავარ მიზანს ნადირობისა და მეთევზეობის სფეროში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ბიზნეს კავშირების დამყარება და ინოვაციების გაცნობა წარმოადგენს.

„გამოფენის ფარგლებში, იური ნოზაძემ, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ქეთევან ციხელაშვილთან ერთად, ორმხრივი შეხვედრები გამართა ზალცბურგის ფედერალური მიწის სატყეო გაერთიანების, აგრარული პროფესიული სასწავლებლის, ავსტრიის მონადირეთა გაერთიანების, გარემოს დაცვის დეპარტამენტის, აგრეთვე ტიროლის ფედერალური მიწის სავაჭრო პალატის საგარეო ეკონომიკური დეპარტამენტისა და ამავე ორგანიზაციაში გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.

შეხვედრებზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ტყის მდგრადი მართვის, დაცული ტერიტორიების განვითარების, ნადირობისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა გარემოს დაცვის სფეროში ავსტრიული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოფენა შესაბამისი მიმართულებით ასოციაციებს, პროფესიულ გაერთიანებებს, მცირე და მსხვილ მეწარმეებს, საჯარო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics