|
2024-02-29 13:16:36, 588 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნის რეპუტაციას კი არ აზიანებს, იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, მოსახლეობას მის მსგავსად მოექცეს
ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე. კალაძის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ჩადენილ დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. „ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს ის ქმედებები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა. წინა მმართველობა, რაც მოსახლეობისთვის უბედურების მომტანი იყო, ინიღბებოდა დემოკრატიით, ხალხს ამას აჯერებდნენ. ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე ყველა თანასწორები ვართ. ეს კი არ აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, პირიქით. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არავის აქვს უფლება, მოეპყროს ქვეყნის მოსახლეობას ისე, როგორც ამას ამას სააკაშვილი და მისი გუნდი წლების განმავლობაში აკეთებდა“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)