|
2024-02-28 23:12:02, 667 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტში ორ რეზოლუციას უყარეს კენჭი, სადაც საქართველოს მიმართ მხარდამჭერი განცხადებებია გაკეთებული
ევროპარლამენტში ორ რეზოლუციას უყარეს კენჭი, სადაც საქართველოს მიმართ მხარდამჭერი განცხადებებია გაკეთებული. აღნიშნული ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ანგარიშები ევროპარლამენტარების მიერ 2023 წლის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის განხორციელების შესახებაა მომზადებული. სესიაზე დევიდ მაკალისტერის რეზოლუციას 338 ხმით, 86-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი, ხოლო სვენ მიქსერის რეზოლუციას მხარი 350 დეპუტატმა დაუჭირა, 91 კი წინააღმდეგ წავიდა. დოკუმენტებში გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ რუსული სამხედრო აგრესია ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში განიცადა; დოკუმენტი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე უკანონო ოკუპაციას, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მავნე მცდელობები ევროპაში სუვერენული სახელმწიფოების საზღვრების იძულებით შეცვლის თაობაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)