|
2024-02-28 16:49:11, 688 ნახვა
მსოფლიო
ნავალნაია ევროპარლამენტარებს - პუტინი მონსტრია, რომელიც ხელმძღვანელობს დაჯგუფებას - უნდა იბრძოლოთ მის წინააღმდეგ
პუტინი არ არის პოლიტიკოსი, ის სისხლიანი, დაუნდობელი მონსტრია, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას. თქვენ უნდა იბრძოლოთ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ. საჭიროა, ახალი მეთოდების მოძიება, რომლითაც ამ დაჯგუფებას უნდა ვებრძოლოთ, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნავალნაიას თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც რუსეთს და ალექსეი ნავალნის გაუკეთა". "პუტინი არ არის პოლიტიკოსი, ის არის სისხლიანი, დაუნდობელი მონსტრი. ის ხელმძღვანელობს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, ის ამის ხელმძღვანელია. ამ დაჯგუფებაში შედიან მომწამვლელები და მკვლელები, თუმცა ისინი მხოლოდ მარიონეტები არიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ის ხალხია, ვინც პუტინის გვერდითაა - მისი მეგობრები, თანამზრახველები და თქვენ უნდა იბრძოლოთ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ და საჭიროა, ახალი მეთოდების მოძიება, მეთოდების, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ დანაშაულებრივ დაჯგუფებას. უნდა ჩატარდეს გამოძიებები, გაიხსნას ფინანსური მაქინაციები და უნდა ვიპოვოთ ის, ვისთანაც არის კავშირში ეს მაფია თქვენს ქვეყნებშიც, ქვეყნებში, რომლებიც გვერდს უვლიან სანქციებს, რომლებიც ეხმარებიან პუტინს და მის მეგობრებს, დამალონ თავიანთი ფული და ამ შემთხვევაში, თქვენ გეყოლებათ სანდო მეგობრები. ათობით მილიონი რუსია, რომელიც გამოდის ომის წინააღმდეგ, მაგრამ არა პუტინის და იმ სიბოროტის წინააღმდეგ, რომელსაც ის ახორციელებს. ჩვენ არ უნდა ვსჯიდეთ მათ, ჩვენ უნდა დავამყაროთ მათთან თანამშრომლობა. პუტინმა უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც გაუკეთა ჩემს ქვეყანას. პუტინმა უნდა აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც გაუკეთა ალექსეის. ჩემი ქმარი ვეღარასდროს დაინახავს მშვენიერ მომავლის რუსეთს, თუმცა ჩვენ უნდა დავინახოთ ის და მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რომ მისი ოცნება ახდეს. ბოროტება დაეცემა და მშვენიერი მომავალი დადგება", - განაცხადა ნავალნაიამ. შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გაავრცელა. რეგიონული სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბი იყო. მოგვიანებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ალექსეი ნავალნის დედისთვის, ლუდმილა ნავალნაიასთვის ნაჩვენებ სიკვდილის შესახებ სამედიცინო დასკვნაში ნათქვამია, რომ სიკვდილის მიზეზები ბუნებრივი იყო. ნავალნის ცხედარი 24 თებერვალს, მის დედას გადაეცა. აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა აქტივები გაუყინა რუსეთის იმ ციხის მაღალჩინოსნებს, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი გარდაიცვალა. გარდა ამისა, ნავალნის თანამებრძოლებმა პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად €100 000-ს ოდენობით ფულადი ჯილდო დააწესეს.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)