|
2024-02-28 12:12:22, 741 ნახვა
პოლიტიკა
დანიგანი - აშშ საქართველოს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერია
ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტში განაცხადა. როგორც დანიგანმა აღნიშნა, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. "რომ გადავხედოთ ამ 32 წელს, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი. გასულ კვირას მქონდა საშუალება, პირველად განმეხილა ჩვენი ურთიერთობები პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც პირველად შევხვდი ამ რანგში. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე პრემიერ-მინისტრთან მზაობა, გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების მხარდაჭერა, სავაჭრო-ინვესტირებისა და "შუა დერეფნის" მხარდაჭერა, ასევე, ჩვენი სამხედრო-თავდაცვითი და კულტურული ურთიერთობები. უპირველესად, აშშ მხარს უჭერს თავის გარდამავალ ეტაპზე საქართველოს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. კანდიდატის სტატუსის მიღება ძალიან დიდი მიღწევა იყო, კიდევ ერთხელ გილოცავთ. გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი მუშაობდა და დიდი ძალისხმევა ჩადო ამაში. შემდგომი თვეების მანძილზე, მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ, რომ შეასრულოთ 9 პირობა",- განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)