|
2024-02-27 12:24:19, 560 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი სახანძრო ავტომანქანები შეიძინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა ათი ახალი სახანძრო ავტომანქანა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს შსს-ს ცნობით, ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია. "შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, ახალი სახანძრო ავტომობილები დაათვალიერეს და მათ ფუნქციურ და ტექნიკურ მახასიათებლებს პირადად გაეცნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია აღჭურვილობისა და სპეცტექნიკის განახლების არაერთი პროექტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)