16:34 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-26 19:16:42, 655 ნახვა

მსოფლიო
ორბანი - უნგრეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს დაამტკიცებს

უნგრეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს დაამტკიცებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარლამენტში კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ორბანი აღნიშნავს, უნგრეთსა და შვედეთს შორის განსხვავებული მოსაზრებები რჩება, თუმცა ისინი აზრთა სხვადასხვაობებს გაგებით უყურებენ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ გაწევრიანება უნდა მოხდეს. ნატო თავდავითი ალიანსია. ჩვენ ვქმნით ალიანსს, რათა დვიცვათ საკუთარი თავი გარედან თავდასხმისგან. ამაზე სერიოზული ვალდებულება არ არსებობს. შვედურ-უნგრული სამხედრო თანამშრომლობა და ნატო-ში შვედეთის გაწევრიანება გააძლიერებს უნგრეთის უსაფრთხოებას. შესაბამისად, მე ვთხოვ კანონმდებლებს, დღევანდელ კენჭისყრაზე დაამტკიცონ კანონპროექტი ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ“, - განაცხადა ორბანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics