|
2024-02-26 15:26:31, 705 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, რათა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში - ამის უზრუნველყოფა ზურაბიშვილს შეუძლია
2024 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რათა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში, ამის უზრუნველყოფა კი შეუძლია სალომე ზურაბიშვილს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ათასობით საქართველოს მოქალაქე უერთდება. “ათასობით ჩვენი თანამოქალაქე რიგში დგას, რათა ხელი მოაწეროს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მინიმალურად სამართლიანი რომ იყოს არჩევნები და შეჯიბრებითობის პრინციპი იყოს დაცული, მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და მას ითხოვს საზოგადოება, ყველა ხედავთ ამ ადამიანების აქტივობას. ჩვენ ვაპირებთ, ასი ათას ხელმოწერაზე მეტი ხელმოწერის შეგროვებას და მიმართვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, რომ მან უზრუნველყოს მინიმალურად სამართლიანი გარემო არჩევნებისთვის და ივანიშვილის მთავარი ოპონენტი, მოწინააღმდეგე პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი. წარმოუდგენელია რამე შეჯიბრი, სადაც ორი ან უფრო მეტი კონკურენტი იღებს მონაწილეობას და ერთი უბრალოდ არის მოპარული პირდაპირი მნიშვნელობით და უსამართლოდ პატიმრობაში ამყოფებს ივანიშვილი. მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება",- ამბობს ხაბეიშვილი.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)