|
2024-02-23 22:18:19, 707 ნახვა
მსოფლიო
ნავალნის პრესმდივანი - ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენეს, დათანხმდეს შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას ან გარდაცვლილს კოლონიაში დაკრძალავენ
ალექსეი ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენეს, სამი საათის განმავლობაში დათანხმდეს შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაცვლილის ცხედარს იმ კოლონიაში დაკრძალავენ, სადაც სასჯელს იხდიდა, - ამის შესახებ გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში იუწყება. იარმიშის თქმით, ნავალნის დედამ უარი განაცხადა საგამოძიებო კომიტეტთან მოლაპარაკებების წარმოებაზე, რადგან „მათ უფლებამოსილება არ აქვთ, თუ სად და როდის დაკრძალონ მისი შვილი“. „ერთი საათის წინ ალექსეის დედას გამომძიებელმა დაურეკა და ულტიმატუმი წაუყენა: ან მომდევნო სამი საათის განმავლობაში დათანხმდება საიდუმლო დაკრძალვას, საჯარო გამომშვიდობების გარეშე, ან ალექსეის კოლონიაში დაკრძალავენ“, - განაცხადა კირა იარმიშმა. შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)