|
2024-02-23 21:47:26, 749 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ლვოვში ამერიკელ სენატორებს შეხვდა
ლვოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერს ჩაკ შუმერს, ასევე სენატორებს რიჩარდ ბლუმენტალს, ჯეკ რიდს, მაიკლ ბენეტისა და მეგი ჰასანს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს ომის 2 წლის მანძილზე გაწეული დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „ეს არის სერიოზული გზავნილი აშშ-სგან, ამერიკელი ხალხისგან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მხარს გვიჭერთ. ამერიკელები ჭეშმარიტების მხარეს არიან და ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ. მადლობას გიხდით, რომ გვეხმარებით დემოკრატიის შენარჩუნებაში არა მხოლოდ უკრაინაში. დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მთელ მსოფლიოში უნდა გაგრძელდეს. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გვქონდა განცდა, რომ აშშ ჩვენთანაა", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)