|
2024-02-23 18:36:11, 1553 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. სანქციების ახალი პაკეტი 106 ფიზიკურ და 88 იურიდიულ პირს მოიცავს. ევროპულმა საბჭომ 27 ახალი სუბიექტი დაამატა იმ სიაში, ვინც მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო და ინდუსტრიულ კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ ომში. დასანქცირებული იურიდიული პირები ექვემდებარებიან აქტივების გაყინვას, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის სახსრები ხელმისაწვდომი გახადონ. ფიზიკური პირები კი ექვემდებარებიან მოგზაურობის აკრძალვას, რაც ხელს უშლის მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას და ტრანზიტს. ამასთან, ევროკავშირმა შემოიღო დამატებითი შეზღუდვები საქონლის ექსპორტზე, რაც ხელს შეუშლის რუსეთის სამრეწველო შესაძლებლობების გაძლიერებას. ცნობისთვის, ევროკავშირმა თითქმის 2 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა სანქციები მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრა თითქმის ორი წლის წინ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)