|
2024-02-23 11:10:39, 817 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტი სერგეი ლავროვს შეხვდა
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა ორმხრივ საკითხებზე, "დიდი ოცეულის" შეხვედრასა და გლობალურ პრობლემებზე ისაუბრეს. „საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრაზილიიზ პრეზიდენტი მიიწვია რუსეთში, BRICS-ის სამიტზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ბრაზილიის მუდმივი ადგილისთვის გაერო-ს უშიშროების საბჭოში“, - აღნიშნულია ბრაზილიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტმა სერგეი ლავროვს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ლავროვმა ისაუბრა რუსეთის პოზიციების შესახებ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ლულამ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ბრაზილია მზად არის, ითანამშრომლოს მშვიდობის დამყარების მცდელობების საკითხზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)