|
2024-02-23 10:42:32, 657 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ENPARD-ის მმართველი კომიტეტის სხდომას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის პროგრამის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ (ENPARD) მმართველი კომიტეტის 33-ე სხდომას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მინისტრმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამამ“ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. „ENPARD მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან დაახლოების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში, 230 მლნ ევროზე მეტი გამოიყო, მათ შორის იყო საბიუჯეტო დახმარებაც, გვქონდა კონკრეტული ინდიკატორები, რომლის უდიდესი ნაწილი შევასრულეთ. მმართველი კომიტეტის 33-ე სხდომაზე ვისაუბრეთ მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებზე. ევროკომისიის ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნებული რეკომენდაციების შესასრულებლად კონკრეტული გეგმა გვაქვს შემუშავებული, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გავუზიარეთ, მათი მხრიდან მხარდაჭერის მზაობა დაფიქსირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შამუგიამ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდეროვიჩმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ; გვქონდა დისკუსია, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ENPARD-ის გამოცდილება და მხარი დავუჭიროთ საქართველოს გადავიდეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე. დიდი სურვილი მაქვს, მეტი ქართული პროდუქცია ვნახო ევროკავშირის ბაზარზე; დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ დიდ როლს შეასრულებს“, - განაცხადა ნიკოლას სენდეროვიჩმა. შეხვედრაზე სურსათის უვნებლობის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ENPARD-ის მმართველი კომიტეტის სხდომა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების, ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის ხელმძღვანელობით ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაციების და დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა გაიმართა.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)