|
2024-02-22 21:43:22, 897 ნახვა
მსოფლიო
სტანო მედვედევზე - მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია მივცეთ
მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია მივცეთ, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. როგორც პიტერ სტანომ აღნიშნა, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, რადგან ის სამართლიანად იცავს თავს აგრესიისგან. "ჩვენ, როგორც წესი, არ ვაკეთებთ კომენტარს იმ ადამიანების სიტყვებზე, რომლებიც ცდილობენ ყურადღების მიქცევას. მიუხედავად იმისა, რომ მისასალმებელია, რომ თქვენ მიერ ნახსენები ადამიანი საჯაროდ გვიზიარებს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია", - განაცხადა პიტერ სტანომ. შეგახსენებთ, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ საბოლოო მიზანი კიევი უნდა იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)