|
2024-02-22 19:32:49, 871 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს განაცხადა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება არავის შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს. „ჩვენი ერთადერთი ამოცანაა რეგიონში სწორი ბალანსის ჩამოყალიბება და მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ლეგიტიმური, სუვერენული, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის დაცვა და ჩვენი ქვეყნის მდგრადობის გაზრდა. ასევე, მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული მადლობა სომხეთის დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ ნამდვილად შევდივართ ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ, დინამიკურ ფაზაში. აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა საფრანგეთის და პირადად თქვენს მხარდაჭერას, რადგან ევროკავშირს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)