|
2024-02-21 22:40:33, 695 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - გაფართოება სიძლიერისა და გამძლეობის თვალსაზრისით, ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორც ჩვენთვის
პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მომუშავე ევროპის წამყვან მკვლევარებს და ადგილობრივი კვლევითი ცენტრების ექსპერტებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში Horizon Europe-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაფართოება სიძლიერისა და გამძლეობის თვალსაზრისით, ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორც საქართველოსთვის. "მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა თქვენს ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ძალიან დროულია, რადგან დღეს ეს მნიშვნელოვანი საკითხია - როგორ, რისთვის და რას მისცემს ეს გაფართოება ევროპას იმ დროს, როცა მზარდი გამოწვევებია ყველა მხრიდან. ახლახანს გერმანიაში - მიუნხენსა და ბერლინში ვიყავი და რა თქმა უნდა, ეს საკითხი განხილვის ერთ-ერთი თემა იყო. პანელი, რომელშიც ვმონაწილეობდი, ძალიან საინტერესო იყო, რადგან ერთი მხრივ, ევროკავშირის წევრები განიხილავდნენ, უნდა გამოეყენებინათ თუ არა ვეტოს უფლება გაფართოების პროცესის თითოეულ თავზე და ვეტოს ეს უფლება უნდა ჰქონოდა ყველას, თუ ზოგიერთს. მე უკრაინის ვიცე - პრემიერის გვერდით ვიჯექი და ერთმანეთს ვუყურებდით - ჩვენთვის ეს საკითხი უფრო ეგზისტენციალურია, ვიდრე ვეტოს საკითხი, რომელიც მესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ევროკავშირის კულტურის ნაწილია", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)