|
2024-02-20 11:12:50, 865 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი მამალაძე - საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია
მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია,- ამის შესახებ ნათქვამია დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში, რომელსაც მისი ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. დეკანოზის განცხადებით, გათავისუფლების მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა დასახელებული. "საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია, ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე - არა სანახაობა, არამედ - სიმართლე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: "არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს",- ნათქვამია მამალაძის წერილში, რომლითაც დეკანოზი ასევე უფლებადამცველებს, მედიის წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს და ა.შ. მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დაწესებულიდან 14 თებერვალს გათავისუფლდა. დეკანოზი ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)