|
2024-02-20 10:41:02, 653 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაძე - კალაძემ გასულ წელს ვერ აითვისა 200 მილიონ ლარზე მეტი ერთი მიზნით, რომ თბილისის ბიუჯეტი „ოცნებამ“ არჩევნებისთვის გამოიყენოს
შემოვიდა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ გასულ წელს კახი კალაძემ ვერ აითვისა 200 მილიონ ლარზე მეტი და ეს გააკეთა ერთი მიზნით, რომ თბილისის ბიუჯეტი „ქართულმა ოცნებამ“ მოირგოს 2024 წლის არჩევნებისთვის და გამოიყენოს როგორც ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. ნადირაძის თქმით, დედაქალაქის მერიაში იზრდება დასაქმებულ პირთა რიცხვი და ჯამში, მერიის შრომის ანაზღაურება 130 მილიონი ლარი გახდება. „იმ დროს, როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, როდესაც თბილისელები საათობით დგანან საცობებში, როდესაც აქვთ გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, როდესაც აქვთ კეთილმოწყობის პრობლემები, ავარიული კორპუსების პრობლემები, გამწვანების პრობლემები, დასუფთავების პრობლემები, როდესაც უამრავ ადამიანს უარს ეუბნებიან ელემენტარული წამლების ან ოპერაციების დაფინანსებაზე, ამ დროს შემოვიდა დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ კახი კალაძემ გასულ წელს ვერ აითვისა 200 მილიონ ლარზე მეტი. ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით, რომ აღნიშნული 200 მილიონი გადმოიტანოს მიმდინარე წელს ბიუჯეტის ცვლილებით წინასაარჩევნოდ, რათა ეს თანხები გამოყენებულ იქნას როგორც დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი. ისევ და ისევ, მერიაში იზრდება დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა, მარტო ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ემატება 100 ადამიანი, რომელზეც დამატებით თბილისელებმა ორ ნახევარზე მეტი მილიონი ლარი უნდა გადავიხადოთ და ჯამში, მერიის შრომის ანაზღაურება გახდება 130 მილიონი ლარი. ასევე, მაშინ, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს გაუძვირდათ გადასახადები, მედიკამენტები, ყველაფერი გაძვირებულია, ამ დროს კახი კალაძე კვლავ და კვლავ ზრდის ჯარიმების გეგმას და 10 მილიონით იზრდება ჯარიმების გეგმა და წელს თბილისელებისგან ის აპირებს, რომ 10 მილიონი ლარი ამოიღოს ჯარიმების სახით. „ქართულ ოცნებას“ უნდა ვუთხრა, რომ 200 მილიონი კი არა, რამდენი მილიონი ლარიც არ უნდა გადმოიტანონ დამატებით რესურსად, მათ ვერ უშველით ვერც ეს ფინანსური, ვერც ადმინისტრაციული რესურსები, რადგან მათ ამ ქვეყანაში ვერ შექმნეს ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, მათ ვერ გააძლიერეს ეკონომიკა, ისინი ვერ გაუმკლავდნენ ფასების ზრდას და შესაბამისად, ისინი ამ არჩევნებს აუცილებლად წააგებენ",- თქვა ნადირაძემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)