04:11 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-18 12:09:40, 548 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: „ლელო“ ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, ეს არის კარგი ლაკმუსის ქაღალდი საზოგადოებისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაშიფრონ ვინ არის ხაზარაძე

" საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დასაახლოებლად და ახლა იწყება ჩვეულებრივი რუტინული საქმე, რასაც ჰქვია მოლაპარაკების გახსნა, რომელიც იქნება უამრავი. ბევრჯერ გაიხსნება და დაიხურება მოლაპარაკებები. თემა არის აქტიურ სამუშაო პროცესში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილთან მოხდა გარკვეულ საკითხებში შეთანხმება, მაგრამ „ლელო“ საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას ბოიკოტს უცხადებს.

„9-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების კუთხით ხელისუფლება არის მოწადინებული, აბსოლიტურად ყველაფერს აკეთებს, ისევე როგორც ეს იყო 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, გუშინდელი შეხვედრა გარკვეულწილად იმ ნაწილ ოპოზიციასთან, ვინც იყო წარმოდგენილი, ბევრ საკითხებში გარკვეული შეთანხმებებით დასრულდა და ეს იყო კარგი. დარჩა საკითხები, გადავიდა შემდეგ შეხვედრაზე, მაგრამ ის რასაც „ლელო“ აკეთებს, საქართველოს მმართველ ძალას კი არ უცხადებს ბოიკოტს, არამედ ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, ეს არის კარგი ლაკმუსის ქაღალდი საზოგადოებისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ კარგად გაშიფრონ ვინ არის ხაზარაძე, რა ძალას წარმოადგენს და საით სურს საქართველოს წაყვანა, ყოფილ კომკავშირელს, დღეს რომ ვიღაცების რეპრესიებზე საუბრობს და სურვილი აქვს პროკურორის მანტია მოირგოს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics