|
2024-02-16 19:40:36, 653 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე „ლელოს“ დაპირებებზე - თუკი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაწყდება, რუსეთს ამით ვერაფერს დავაკლებთ, თუმცა საქართველოს ეკონომიკას კარგი დღე არ დაადგება
თუ მათ პუნქტს გავითვალისწინებთ, სადაც ეკონომიკური ჩამოქცევაა დაანონსებული, იმიტომ, რომ თუკი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გაწყდება, ჩვენ რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ ამით, თუმცა საქართველოს ეკონომიკას კარგი დღე სამწუხაროდ არ დაადგება და ჩამოშლილი ეკონომიკის პირობებში არათუ 1000 ლარიან პენსიას, არამედ არსებულ პენსიას ვერ დაარიგებ, გამორიცხული ამბავია. მარტივი ეკონომიკური გათვლები გვეუბნება, რომ მათი პოპულისტურად გამოქვეყნებული პუნქტები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პარტია „ლელოს“ მიერ გაკეთებულ დაპირებებთან დაკავშირებით განაცხადა. მდინარაძის თქმით, „ლელო“ არა გამარჯვებისთვის იბრძვის, არამედ იქნებ ბარიერი გადალახონ, ამიტომ რასაც უნდა იმას იკადრებენ, იტყვიან რაღაცას და ბუნებრივია მათი პასუხისმგებლობა არცერთ შემთხვევაში არ იქნება, არც პენსიის გაზრდა და არც ქვეყნის განვითარება". „პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ როგორ შეაპარებენ ხოლმე, როგორ იხვეწებიან მხარდაჭერას მდაბიო კამპანიით „ლელოს“, გახარიას, თუ სხვა წარმომადგენლები. მაგალითად, „ლელომ“ თქვა რომ მას ექნება 9%-იანი ზრდა, ოღონდ ცხრა გაახმოვანოს თავისი სიითი ნომერი ასე ვთქვათ, 10%-იანი რომ იქნება ვაიმე ვაიმე ახლა უნდა დავწიოთ 9-მდეო? თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, არარეალური ამბავია. გახარიამ თქვა რომ 25 მდიდარი ოჯახიო და მათ ემსახურება სახელმწიფო და აი ამით შეაცურეს თავისი საარჩევნო ციფრები და რიცხვები ამომრჩევლებს. ამის გარდა რომ ვერაფრით აწონებ თავს და რაღაცა ქვეცნობიერში პიარული ხრიკებით ცდილობ რაღაცების ჩადებას, ჩვენ ვიტყვით ახლა რომ 41-ჯერ გავანადგურებთ პოლიტიკურად არჩევნებს და 41-ჯერ მოვუგებთ და მერე გაგიჟდება რომელიღაცა მათი მედიის წარმომადგენელი, რა ამბავია 41 კაცო, აგერ უკვე 8-9 არჩევნები მოვუგეთ და ახლა მეათეს, დავამთავროთ, არარეალურ ამბებში გადავდივართ. რაც შეეხება მათ ამ პუნქტებში დაკარგულ და ერთმანეთთან შეპირისპირებაში მყოფ არგუმენტებს, თან ამბობენ, რომ რუსეთთან საერთოდ ყოველგვარი ეკონომიკური კავშირი უნდა გავწყვიტოთ, სანქციები უნდა დავუწესოთ, ანუ ეს რას გამოიწვევს ალბათ ყველასთვის ნათელია და გასაგებია და თან ამბობენ, პენსია უნდა გავზარდოთ 1000 ლარამდე, თავიდან თქვეს, რომ მოსვლისთანავე, მერე გადააკეთეს და 2029 წლისთვის დაგვიანონსეს, ანუ შემდეგი არჩევნები რომ იქნება იმის შემდეგ იქნება 1000 ლარი. თუ ერთი პუნქტი შესრულდება არსებულ პენსიას ვერ დაარიგებენ, არათუ 1000 ლარიანს და ვერცერთი ქვეყანა ვერ ბედავს მსოფლიოში პოპულისტური განაცხადი გააკეთოს პენსიების გაორმაგებასთან, გასამმაგებასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. ესენი იციან, რომ იბრძვიან არა გამარჯვებისთვის, არამედ იქნებ ბარიერი გადალახონ, რა ენაღვლებათ იტყვიან რაღაცას და ბუნებრივია მათი პასუხისმგებლობა არცერთ შემთხვევაში არ იქნება, არც პენსიის გაზრდა და არც ქვეყნის განვითარება, ამიტომ რასაც უნდა იმას იკადრებენ და ამას უკვე კადრულობენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)