|
2024-02-16 15:26:10, 558 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი გვარამიაზე - კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ
გვარამიას უნდა, რომ ფენიქსისებრ ამოვიდეს ჭაობიდან და ადამიანებს აჩვენოს თავი, თითქოს ახალი ქართველია. კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ინტერვიუს. როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, "პარლამენტის დაჩაგვრამ, სასამართლოს ფეხქვეშ გაგდებამ, მედიაზე წარმოუდგენელმა შტურმმა, სასამართლოს არარსებობამ და ა.შ. წარმოშვა გვარამია, როგორც მოვლენა და მისგან შექმნა მონსტრი, მათ შორის ადეიშვილის ხელის ბიჭი". "გვარამიას უნდა, რომ იმ კატასტროფულ წარსულს, საშინელ მოგონებებს დაუსხლტეს, დაივიწყოს, ჩატოვოს წარსულში, სადღაც სააკაშვილთან მიაგდოს ფეხებთან, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ შეუძლია ბოლომდე გააკეთოს. ის, რაც მან თქვა, რომ ჩაკეტილი იყო პოლიტიკური წრე, გაუქმებული იყო პარლამენტი, აღარ არსებობდა მედია, არ არსებობდა სასამართლო, სწორედ ამან დაბადა გირგვლიანი, ციხეებში პატიმრების უმაგალითო წამება, ამ ყველაფერმა ამოტყორცნა მათ შორის უსახელო გვარამია "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერად და სხვები. ამ უბედურებამ - პარლამენტის დაჩაგვრამ, სასამართლოს ფეხქვეშ გაგდებამ, მედიაზე წარმოუდგენელმა შტურმმა, მათ შორის ტელეკომპანია "იმედის“ დაპყრობამ, იქ ადამიანების მოროდიორობამ წარმოშვა გვარამია, როგორც მოვლენა და შექმნა მონსტრი მისგან, მათ შორის ხელის ბიჭი ადეიშვილის. თან გაურბის წარსულს, მაგრამ ეს წარსული მას ფეხებზე აქვს ხუნდებივით მოდებული და იმ უბედურებაში, ჯოჯოხეთში ითრევს. უნდა, რომ ფენიქსისებრ ამოვიდეს ჭაობიდან და ადამიანებს აჩვენოს თავი, თითქოს ახალი ქართველია. კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)