|
2024-02-16 13:44:39, 954 ნახვა
საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 2022 წელთან შედარებით 2023 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა
2022 წელთან შედარებით 2023 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, თუმცა, 2021 წელთან შედარებით, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება კვლავ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2023 წელს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება ძირითადად ფულადი გზავნილების კლებამ განაპირობა,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2023 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 3.1 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 13%-ით ნაკლებია; 2023 წელს რუსეთიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 10.3% იყო, ხოლო 2022 წელს 14.5%. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3% იყო, ხოლო პანდემიამდე, 2019 წელს 9.7%. "კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
რეკომენდაციები რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. ამისათვის საჭიროა:
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)