|
2024-02-16 11:59:54, 666 ნახვა
საზოგადოება
სოფელ გლდანში, სამ ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები იწყება
გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ორი ქუჩის მოწესრიგებას იწყებს - საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ამჯერად, სოფელ გლდანში, თავდადებულის, ყაზბეგისა და ჩოლოყაშვილის ქუჩები მოწესრიგდება. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ცნობით, ყაზბეგის ქუჩაზე, 1 550 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. "აღნიშნულისთვის, დაახლოებით, 455 000 ლარი დაიხარჯება. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ასფალტის საფარი, რისთვისაც დაახლოებით, 83 000 ლარი არის გათვალისწინებული. დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე კი, 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბეტონის გზა მოეწყობა. სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 80 000 ლარი დაიხარჯება. ამასთან, გასულ წელს ყაზბეგის ქუჩაზე 721 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყო, სამუშაოებისთვის 167 500 ლარი დაიხარჯა. გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე აღნიშნული ქუჩების მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა",- ნათქვამია გამგეობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)