|
2024-02-15 11:26:16, 706 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი მამალაძე - ბრძოლა გრძელდება
ბრძოლა გრძელდება,- ამის შესახებ დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. როგორც მამალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბრძოლის გაგრძელებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ გააგრძელებს. "საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. პირველ რიგში, ჩემი მთავარი გეგმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა. შემდგომ ყველაფერი. მე ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაინც მიყვარს ის",- განაცხადა დეკანოზმა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დაწესებულიდან გუშინ, 14 თებერვალს გათავისუფლდა. დეკანოზი ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)