07:01 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 17:41:00, 808 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - მზად ვართ, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს

„ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „იქნება მთავარი ადამიანი, ვინც მთავარ როლს შეასრულებს გაჭირვების და ივანიშვილის დამარცხებაში".

 „მინდა, გამოეხმაურო მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება მთავარი ადამიანი, ვინც მთავარ როლს შეასრულებს გაჭირვების და ივანიშვილის დამარცხებაში. პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია, გააერთიანოს საზოგადოება, რაც ერთხელ უკვე გაუკეთებია; პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია, ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ არათუ სწრაფვაში, არამედ სწრაფად გაწევრიანებაში და ეს მას გაუკეთებია და ყველას კარგად მოეხსენება მისი ამ შესაძლებლობების შესახებ ივანიშვილისგან და მისი გუნდისგან განსხვავებით. ამიტომ, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ ჩართული იყოს  ყოველდღიურ საქმიანობაში და ფაქტობრივად, ეს ასეც არის.

ჩვენ, ცხადია, რა შესაძლებლობაც გვაქვს კომუნიკაციის, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ეს კომუნიკაცია და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჰყოფს და აპირისპირებს საზოგადოებას, ჩვენ უნდა დავასრულოთ დაყოფა, გათითოკაცება, გაჭირვება და ივანიშვილი ამ ქვეყანაში. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანები არ გარბიან ქვეყნიდან, აქვთ ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშო ადგილი",-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics