06:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 14:51:53, 938 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა გვარამიას - შენ გგონია, დაავიწყდება საზოგადოებას ვინ და რა იყავი? - ჩვეულებრივი ზონდერ-პროკურორი იყავი

ამოფარებულები არიან დემოკრატიის მანტიას, მედია-მანტიას. ახლა, ახალგაზრდებს ამოეფარნენ და თითქოს, ახალი სახეა. ვინ არის ახალი სახე, გვარამია არის ახალი სახე? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიერ პარტიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზარქუას თქმით, გვარამია "წინა ხელისუფლების რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი იყო".

"რაც არ უნდა დაიმალო და ამოეფარო ამ ახალგაზრდებს, შენ გგონია, დაავიწყდება საზოგადოებას ვინ იყავი და რა იყავი? ჩვეულებრივი ზონდერ-პროკურორი იყავი, იმ რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი.

სააკაშვილზე გინდა მხოლოდ ისრები გადაიტანო? არა, შენც, ადეიშვილიც და დანარჩენი ზონდერებიც იყავით მთლიანად ამ ჯაჭვის და ქსელის ავტორები, კარგად გვახსოვს", - მიმართავს ზარქუა გვარამიას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics