07:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 12:07:46, 703 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე გვარამიაზე - უპერსპექტივო მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, თითქოს ისინი არ არიან პასუხისმგებლები ყველა იმ მანკიერებისთვის, რაც დაკავშირებულია ენმ-თან

მე მგონია, რომ ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო და უპერსპექტივო მცდელობაა ამ ხალხის მხრიდან, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და წარმოაჩინონ ისე, თითქოს ისინი არ არიან პასუხისმგებლები ყველა იმ მანკიერებისთვის, რაც დაკავშირებულია ამ სახელწოდებასთან „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ  ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

სარჯველაძის თქმით, პოლიტიკური პარტიის დატოვება არ ნიშნავს პასუხისმგებლობის მოხსნას იმაზე,  რაც პარტიაში ყოფნის პერიოდში შავდებოდა. 

„არ შეიძლება უბრალოდ ასე მოხდეს, რომ მაგალითად პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც დააშავა რაღაც, იქ მყოფი ადამიანები, იმ პერიოდში, როდესაც რაღაც შავდებოდა, როდესაც გადიან ამ პარტიიდან და სხვა ახალი მოდის, რომ იმ ახალ ადამიანებს ჩამოეკიდოს ეს პასუხისმგებლობა და ის ვინც გავიდა, ასე ვთქვათ, ითვლებოდეს უპასუხისმგებლოდ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics