|
2024-02-09 09:14:27, 865 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე „საქართველოსთვის“ და „ლელოზე“ - არანაირი რეიტინგი იმაზე არ მეტყველებს, რომ „ნაცების“ „კონსტრუქციულობა“ და ამათი ლეღვის ფოთლობა შედეგს მოიტანს
ადამიანი რომ ვიღაცას ან რაღაცას უღალატებს, ის მერე ყველაფერს იკადრებს და ყველაფრის კადრების მასტერკლასი, ძალიან სამწუხაროდ, დღეს ამ წინა რიგებიდან ვნახეთ,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პარტიები „საქართველოსთვის“ და „ლელო“ „ლეღვის ფოთლებად გამოიყენება და არანაირი რეიტინგი იმაზე არ მეტყველებს, რომ „ნაცების" „კონსტრუქციულობა“ და ამათი ლეღვის ფოთლობა შედეგს მოიტანს". „რაც შეეხება იმ რადიკალურ, ახლად გამოჩენილ ოპოზიციას, რომელიც მართლაც ლეღვის ფოთლებად გამოიყენება, შემთხვევით არ ვამბობ ამას, თუმცა, მათ უნდათ რომ იმ ლეღვის ფოთოლს ჭინჭრის მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ ეს ხომ დადგმულია? არანაირი რეიტინგი იმაზე არ მეტყველებს, რომ „ნაცების" „კონსტრუქციულობა“ და ამათი ლეღვის ფოთლობა შედეგს მოიტანს. ამიტომ, როდესაც „ქართულ ოცნებაზე“ ლაპარაკობენ იქიდან ღალატით წასული ადამიანები და ადამიანი რომ ვიღაცას ან რაღაცას უღალატებს, ის მერე ყველაფერს იკადრებს და ყველაფრის კადრების მასტერკლასი ძალიან სამწუხაროდ, დღეს ამ წინა რიგებიდან ვნახეთ. მართლა გულსატკენია, როდესაც შენი თანაგუნდელი იყო, ამ მოწვევის პარლამენტში შემოვიდა შენთან ერთად შენი პროპორციული სიით და შემდეგ „ნაცზე" უფრო „ნაცი" ხდება და „ნაცზე" უფრო უკადრებელს კადრულობს იმიტომ, რომ ჰგონიათ, ღალატი შერჩათ, ამიტომ კადრულობენ. მე მათი მხრიდან მოვერიდებოდი ამ ყველაფერს, მათზე ვერაფერი ვეღარ იმოქმედებს პოზიტიურად",- თქვა მდინარაძემ. რც შეეხება „ლელოს“, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ლელომ" ყველაფერი შეიძლება ახსენოს, სიტყვა თაღლითობის გარდა. „არ შეიძლება ამის არ თქმა - „ლელომ“ ყველაფერი შეიძლება ახსენოს, სიტყვა თაღლითობა არ უნდა ახსენოს. უნდა მიხვდეს, რომ სიტყვა თაღლითობა არ უნდა ახსენოს, რაც დაუდგინა სასამართლომ. წინა დღეებში არგუმენტი იყო, სასამართლომ გათეთრება ხომ არ დაადგინაო, არა, გათეთრება არ იყოო, თქვა სასამართლომ, იყო თაღლითობაო. მათ თავის დროზე განავითარეს ვერსია, იურიდიულ კომიტეტზე მოხდა ეს ამბავი, მამუკა ხაზარაძე ამტკიცებდა 17 მილიონი ისე ვისესხე ჩემი მეგობრისგან, წერეთლისგანო, რომ იმ დღეს ჰქონია თურმე გამოტანილი 17 მილიონი ჩემი ბანკიდანო, არც მითხრა და წლების მერე გავიგეო. ამისი მამტკიცებელი ხალხი და მისი ჯგუფი ცდილობს, რომ საზოგადოების ნდობა მოიპოვის. წარმოუდგენელია, აქ გულწრფელობაზე აღარ არის საუბარი, ეს არის ერთი მხრივ, მავნებლონა, პოლიტიკური, ჩვეულებრივი თაღლითობა, რომელიც სასამართლომ დაადგინა“,- ამბობს მდინარაძე.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)