07:28 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-08 13:22:59, 718 ნახვა

პოლიტიკა
აქუბარდია კობახიძეს - თქვენ თქვენი ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია

მაშინ, როდესაც თქვენ საუბრობთ მეორე ფრონტის პროპაგანდაზე და "ღირსებით ევროპისკენ", რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

აქუბარდიას თქმით, ირაკლი კობახიძემ "საკუთარი ოცნება აიხდინა, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია".

"თქვენ ოკუპაციის განულებას ოცნება უწოდეთ და არა მთავარი ეროვნული ინტერესი და როდესაც ვსაუბრობთ დეოკუპაციაზე, თქვენ არც ერთი სიტყვა ამ პროგრამაში არ გაქვთ, რომ შეიმუშავებთ საერთო ეროვნულ ხედვას დეოკუპაციისთვის ისევე, როგორც არცერთი დაპირება არ გაგიციათ ასობით ათასი დევნილისთვის, რომლის ოცნებაც დეოკუპაციაა და არც ერთი სიტყვა გითქვამთ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომელთა მდგომარეობაც არის უმძიმესი და რომლის შესახებაც თქვენ პირადად არასდროს არ გქონიათ სურვილი, რომ მათგან მოგესმინათ ეს ყველაფერი.

იმ მოცემულობაში, როდესაც თამაზ გინტურის ოჯახი ელოდება მკვლელების ვინაობის გასაჯაროებას და დასჯას ისე, როგორც ეს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მთავრობის დადგენილების სიითაა შესაძლებელი, მაინტერესებს, თუ აპირებთ ამ მიმართულებით პასუხის გაცემას ოჯახისთვის და ამ სიის გაფართოებას და მაინტერესებს, მაშინ, როდესაც თქვენ საუბრობთ მეორე ფრონტის პროპაგანდაზე და "ღირსებით ევროპისკენ", რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე იმიტომ, რომ თქვენ თქვენი ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია", - განაცხადა აქუბარდიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics