04:21 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-08 12:44:07, 615 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე - გასულ დღეებში სტიქიამ და უბედურმა შემთხვევამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სტიქიისა და უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა, ხოლო სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა.

მან ასევე სამძიმარი გამოთქვა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო. 

"გასულ დღეებში სტიქიამ და უბედურმა შემთხვევამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. ვუერთდები სამძიმარს, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მადლობას ვუხდი სახელმწიფო უწყებებს, მაშველებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართული.

გამოვთქვამ სამძიმარს გამორჩეული ქართველი ხელოვანის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics