09:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-08 10:46:40, 766 ნახვა

მსოფლიო
BBC - ბაღდადში აშშ-ის დარტყმის შედეგად „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ამერიკის შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად "კატაიბ ჰეზბოლას" მეთაური და მისი 2 მცველი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, "კატაიბ ჰეზბოლას" სამივე წევრი იმყოფებოდა მანქანაში, რომელიც დრონის სამიზნე გახდა.

მომხდარის შემდეგ პენტაგონმა განაცხადა, რომ მეთაური იყო პასუხისმგებელი რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმების დაგეგმვასა და მონაწილეობაზე. 

პენტაგონის ცნობით, შტატების მხრიდან თავდასხმა უკავშირდება ასევე გასულ თვეში, იორდანიაში დრონით შეტევას, რასაც 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

თავის მხრივ, "კატაიბ ჰეზბოლა" ამბობს, რომ აჩერებს თავდასხმებს ამერიკულ ჯარებზე, რათა  ერაყის მთავრობისთვის "უხერხულობა" თავიდან აიცილოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics