|
2024-02-02 19:43:00, 577 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ახალ ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას პრემიერი ირაკლი კობახიძე 2024 წლის არჩევნების შემდეგ წარმოადგენს
პრემიერ მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს თავის, როგორც მთავრობის მეთაურის პოლიტიკურ ხედვას მიმდინარე პროცესების და მთავრობის მიმდინარე საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ის სიახლეები, აქცენტები, რაზეც ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტი გაამახვილებს ძირითად ყურადღებას, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქმე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო მთავრობამ, ბოლომდე მივა, ახალ ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე 2024 წლის არჩევნების შემდეგ წარმოადგენს. „ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით იმ პროგრამის რეალიზაციას, რაც ქართველ ხალხს 2020 წლის არჩევნებში დავპირდით და მიმდინარე წელიც ჩვენი საპროგრამო მიზნების განხორციელებას ემსახურება. მოგეხსენებათ, მივიღეთ ახალი ბიუჯეტი, რომლითაც 2024 წელს იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა, ამ ბიუჯეტში ასახულია და ფინანსურ მაჩვენებლებშია გადაყვანილი ყველა ის საკითხი, რაც მთავრობას ჰქონდა დაგეგმილი შესასრულებლად. ამიტომ, საქმე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო მთავრობამ, ბოლომდე მივა, ახალ ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე 2024 წლის არჩევნების შემდეგ წარმოადგენს. ამ განხილვის დროს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს თავის, როგორც მთავრობის მეთაურის პოლიტიკურ ხედვას მიმდინარე პროცესების და მთავრობის მიმდინარე საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ის სიახლეები, აქცენტები, რაზეც ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტი გაამახვილებს ძირითად ყურადღებას. ამ თემაზე მუშაობს ბატონი ირაკლი და როდესაც ის წარდგება ორშაბათიდან პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების წინაშე, თავად ისაუბრებს პოლიტიკურ გზავნილებზე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)