|
2024-01-31 15:02:52, 1088 ნახვა
სამართალი
შსს - 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია
2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე - https://info.police.ge/ გამოქვეყნებულ 2023 წლის დანაშაულის სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით ავრცელებს. უწყების ცნობით, როგორც წინა წლებში, 2023 წელსაც გაგრძელდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია და გასულ წელს, საგამოძიებო უწყების მიერ გახსნილია რეგისტრირებული დანაშაულის 64.87%. "2023 წელს შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები. საანგარიშო პერიოდში განზრახ მკვლელობების და განზრახ მკვლელობის მცდელობების 178 ფაქტი დარეგისტრირდა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია 8.71%-ით. ასევე, შემცირებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებიც. გრძელდება საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კლების ტენდენციაც. შემცირებულია ქურდობის, მათ შორის ბინიდან ქურდობის ფაქტები. პოლიციის მიერ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ გატარებული შედეგიანი სამართლებრივი პოლიტიკისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქტიური ბრძოლის შედეგად გაიზარდა ნარკოდანაშაულის გამოვლენის ფაქტები. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის გამოვლენის ფაქტები გაზრდილია 20.53%-ით. გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება კიბერდანაშაულის მიმართებითაც და 7,3 %-ით მეტს შეადგენს. მსხვერპლთა მხრიდან პოლიციის მიმართ ნდობისა და მომართვიანობის გაზრდის პროპორციულად 2023 წელს გაზრდილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. რაც შეეხება ქორწინების იძულების ფაქტებს, 2023 წელს 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, რაც მეტწილად საზოგადოებაში აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლებითაა განპირობებული",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)