06:21 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-31 14:43:23, 618 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვა - რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა - კლინიკის პერსონალისთვის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად დრო, 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება. 

"აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა, კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით მიიღეს.  

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის პერსონალთან პირდაპირი კომუნიკაცია გრძელდება.  „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებსა  და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, შეხვედრები, 5 მარტამდე,  ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება",- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics