|
2024-01-29 12:55:24, 765 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო ტექ.კომპანია Thoughtworks-ი „თიბისისთან“ წარმატებულ თანამშრომლობაზე წერს
1 წელია რაც ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გასამარტივებლად „თიბისიმ“ და წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Thoughtworks-მა პარტნიორობა დაიწყეს. „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია რომ ტექნოლოგიურ რესურსებსა და ცოდნას იზიარებს ისეთი კომპანიისგან, რომლის მთავარი პარტნიორებიც Microsoft, AWS (Amazon Web Services), Google Cloud და სხვა დიდი და წარმატებული მოთამაშეები არიან. Thoughworks-ი განვლილ პარტნიორობას აჯამებს და იმ დადებით შედეგებზე საუბრობს, რომელიც 1 წლის განმავლობაში „თიბისის“ ტექნოლოგიურმა ტრანსფორმაციამ განიცადა. პარტნიორობის შედეგად, ტრანსფორმაცია მეტად გამჭირვალე, სწრაფი და თანმიმდევრული გახდა. ტექნოლოგიური პროცესები გამარტივდა, გაიზარდა შიდა ტექ გუნდის მოტივაცია და კმაყოფილება. „თიბისის“ ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღმა გაუმჯობესებული სამომხმარებლო გამოცდილება დგას. ტექ-ტრანსფორმაციის პირდაპირი შედეგი მომხმარებელზე გადის, რომლისთვისაც სიახლეების მიწოდების სიხშირესთან ერთად, მიწოდებული ციფრული პროდუქტებისა და სერვისების ხარისხიც გაიზრდება და ცხოვრებას გაცილებით მარტივს გახდის. Thoughtworks-ისთვის მნიშვნელოვანია ისეთი კლიენტების შერჩევა, რომელთან თანამშრომლობის პროცესიც ორმხრივ გამოცდილებასა და საჭირო უნარებს იძლევა. შესაბამისად, სტრატეგიული იყო გადაწყვეტა, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ოპერირება სწორედ TBC GROUP-თან თანამშრომლობით დაიწყო. „ჩვენი ბიზნესების ყველაზე სტრატეგიულ სფეროებში საუკეთესო და სასურველი ხარისხის მიღწევაში Thoughworks-სთან პარტნიორობა დაგვეხმარა", - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი. „თიბისისთვის“ Thoughtworks-ი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობასაც გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ", - განაცხადა ბიძინა მაცაბერიძემ, „თიბისის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორმა. „თიბისი“ ჯგუფისა და Thoughtworks-ის პარტნიორობა, სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების გარდა, საქართველოს მასშტაბით ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას უკვალავს გზას და სხვა ქართულ კომპანიებს წარმატებულ, გამოცდილ და პროფესიონალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საფუძველს უმზადებს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)