06:02 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-28 15:00:44, 818 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო - მოსკოვი ადეკვატურად უპასუხებს დასავლეთის მცდელობებს, კონფისკაცია გაუწიონ საზღვარგარეთ რუსულ უძრავ ქონებასა და აქტივებს

მოსკოვი ადეკვატურად და ეფექტურად უპასუხებს დასავლეთის ნებისმიერ მცდელობას, კონფისკაცია გაუწიონ საზღვარგარეთ არსებულ რუსულ უძრავ ქონებასა და აქტივებს,- ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ მედია "რია ნოვოსტს" ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის ქონების ჩამორთმევა უკანონოა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს.

"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია დასავლეთის ქვეყნების მიერ საზღვარგარეთ რუსეთის საკუთრების მიმართ ცალმხრივი იძულებითი ზომების უკანონობაზე. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რუსეთის ფედერაციის ქონების ჩამორთმევა უკანონოა და არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპს.

ამავდროულად, "კოლექტიური დასავლეთის" ქვეყნებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთის უძრავი ქონების ისევე, როგორც სხვა აქტივების ჩამორთმევის ნებისმიერი მცდელობა აუცილებლად გამოიწვევს ადეკვატურ და ეფექტურ პასუხს",- აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics