|
2024-01-27 15:43:41, 679 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, დამარცხდებით - ჩვენთან თუ რაიმე ცუდია გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ
გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით - ჩვენთან თუ რაიმე ცუდია გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობის თქმით, წელს არჩევნების წელია და ყველა უნდა შევეცადოთ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს და ერთად ცხოვრება ვისწავლოთ. "ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ, ვერ მოერევით - "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო". მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. ვინც იძახის ეკლესიაზე "რუსული, რუსული, რუსული" გადახედოს ეროვნულ მოძრაობას. ნახონ, ეროვნული მოძრაობის მართლაც პატრიოტი წევრები რას ამბობდნენ მაგათზე, ვინ იყვნენ და რა იყვნენ. გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით, მუქარის გარეშე იმიტომ, რომ არაფერზე დგახართ, არც სარწმუნოებმა, არც მრწამსი არ გაქვთ რამით, რომ შეგვიტიოთ. ჩვენთან თუ რაიმე ცუდია, თვითონ გამოვასწორებთ და თქვენ თქვენს თავებს მიხედეთ. არჩევნების წელია და ყველა უნდა შევეცადოთ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება. შეხედეთ, რა ხდება, თითქოს ადამიანისთვის, მხოლოდ ორი რაიმე იყოს მხოლოდ საჭირო - სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს. შეხედეთ, საქართველოში როგორ არის, ვიღაცა რაღაცას რომ დააშავებს, ეკლესიას აგინებს, ან რაღაცას, მაშინ ახსენდებათ ეს.. ჭკვიან ხალხს ვეუბნები, ეკლესიასთან ცოტა გონივრულად იყავით. არ გვინდა, წყნარად ვართ, გამოწვევა თუ იქნება, მივიღებთ, მერე ვნახოთ ვინ უშველის იმათ, ჩვენთან ღმერთია, იმათთან ვინ იქნება?! ვნახოთ, ვისი აჯობებს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)