11:03 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-25 10:07:32, 1387 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 14 დრონიდან 11 გავანადგურეთ

უკრაინამ, 24 იანვრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 14 დრონიდან 11 გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან დაფიქსირდა.

"საჰაერო ძალების ძალისხმევით და საჰაერო თავდაცვასთან თავდაცვის ძალების თანამშრომლობით, განადგურდა Shahed-ის ტიპის 11 დრონი. საჰაერო შეტევის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და მობილური სახანძრო ჯგუფები იყვნენ ჩართული. დრონები ნიკოლაევისა და ოდესის ოლქში ჩამოვაგდეთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის საჰაერო დარტყმების ერთკვირიანი შეჩერება გამოაცხადა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ევროკავშირის ანგარიშის გამოქვეყნებამდე, ბოჭორიშვილი ამ ანგარიშს არასერიოზულს და ტყუილს უწოდებს
ბოჭორიშვილი: შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics