|
2024-01-24 13:22:37, 730 ნახვა
საზოგადოება
ხელოვნების მუზეუმი - ფერწერული ნამუშევრის - „ირემი“ ფიროსმანისადმი კუთვნილება დადასტურდა
ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ ფერწერული ნამუშევრის - „ირემი“ ფიროსმანისადმი კუთვნილება დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას ხელოვნების მუზეუმი ავრცელებს. "შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს - „ირემი“ - საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა და ნიკო ფიროსმანაშვილის ავტორობა დადასტურდა. ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიის დასკვნა ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის - „ირემი“ - ავთენტიკურობის შესახებ გადაეცა მესაკუთრეს და მას დაუბრუნდა კვლევისათვის ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ტილო... 2023 წლის 2 აგვისტოს ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მიმართა მოქალაქე ლაშა შენგელიამ და წარადგინა კერძო კოლექციის ფერწერული ნამუშევარი „ირემი“, რომელსაც ახლავს ხელმოწერა: „ნიკო ფიროსმანაშვ...“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)