12:11 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-22 16:37:02, 647 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი - მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ყურადღება გაამახვილოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება.

ზურაბიშვილი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე ყურადღება გაამახვილოს.

"ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია.

მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე",- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics