23:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-19 13:27:19, 1075 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, პირველი გამოფენა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი წარადგინა, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა  MATKA 2024-ია.

"გამოფენაში უწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში ვიზიტორებს საშუალება აქვთ, აჭარის და ზოგადად, საქართველოს ტურისტულ ადგილებს, პროდუქტებს, სერვისებსა და მიმართულებებს გაეცნონ. გამოფენის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები ტურისტული სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ფინეთი, სკანდინავიის სხვა ქვეყნებთან ერთად, აჭარისთვის ახალ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის საჭირო ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე წელს 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე გეგმავს რეგიონის პოპულარიზაციას. მათ შორის, მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე გერმანიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში,  ბალტიისპირეთსა და მეზობელ ქვეყნებში",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics