12:00 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-19 09:40:47, 1441 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა ტერორის დაბლოკვაა

რუსეთი აგრძელებს ათობით კრიტიკული კომპონენტის გამოყენებას რაკეტების წარმოებისთვის, ამიტომ, საჭიროა, აქტიური რეაგირება სანქციებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა ტერორის დაბლოკვაა.

"ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე - მათი სრული ეფექტით გამოყენებაზე. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებდნენ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე. ყველა რუსული რაკეტა შეიცავს ათობით მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლებიც დამზადებულია საზღვარგარეთ, ბევრი მათგანი - თავისუფალი მსოფლიოს კომპანიების მიერ.

აქედან გამომდინარე, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების ბლოკირება, ფაქტობრივად, ტერორის დაბლოკვაა. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ეს ესმის და ყველასი მთელ მსოფლიოში, ვინც გვეხმარება შესაბამის სამუშაოებში", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
კობახიძემ ბრიფინგი გამართა და 9 წუთი ბიძინა ივანიშვილის ქებას დაუთმო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics