10:42 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-18 17:08:57, 1107 ნახვა

მსოფლიო
The Times Of Israel - „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები დავოსში ანტონიო გუტიერეშს შეხვდნენ

ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები დავოსში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს

როგორც გუტიერეშმა ტყვეობიდან გათავისუფლებულ მძევლებს განუცხადა, იგი ყველა დარჩენილი მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და „ჰამასის“ მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამოძიებას მოითხოვს.

The Times Of Israel-ის ცნობით, „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ტექნოლოგიური და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

შეგახსენებთ, 24 ნოემბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო.

მას შემდეგ, რაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics