10:42 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-17 23:07:49, 885 ნახვა

მსოფლიო
ჯეიკ სალივანი - იემენელ „ჰუსიტებს“ აშშ ტერორისტთა სიაში დააბრუნებს

ამერიკის შეერთებული შტატები იემენელ „ჰუსიტებს“ ტერორისტთა სიაში დააბრუნებს, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

როგორც სალივანი აღნიშნავს, ეს არის პასუხი ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მხრიდან წითელ ზღვაში განხორციელებულ თავდასხმებზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტების მიერ „ჰუსიტების“ ანგარიშების გაყინვასა და მათი ოჯახის წევრების აშშ-ში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.

„ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებული თავდასხმები მიწოდების ჯაჭვებზე გავლენას თვეების განმავლობაში იქონიებს", - აცხადებენ ბიზნესის წარმომადგენლები.

მანამდე, 12 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით ამერიკელმა სამხედროებმა იემენში დარტყმები მისი ბრძანებით მიიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics