|
2024-01-16 19:30:39, 586 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ვლადიმერ პუტინს სიამოვნებს კონფლიქტები, რომლებიც სხვების ტანჯვას იწვევს
პუტინი ღიად ამბობს, რა სურს, რას აკეთებს და ვინ არის მისი სამიზნე. პუტინის პასუხი ყოველთვის არის ომი, ის არ შეიცვლება, ჩვენ უნდა შევიცვალოთ, რომ ამ კაცის ან ნებისმიერი აგრესორის თავში არსებულმა სიგიჟემ არ გაიმარჯვოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ვლადიმერ პუტინს სიამოვნებს კონფლიქტები, რომლებიც იწვევს სხვების ტანჯვას. „ევროპაში ფართომასშტაბური ომი თითქმის ორი წელი გრძელდება. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის პერიოდს, თითქმის 10 წელია და ასევე თითქმის 10 წელია, რუსეთი ერევა აფრიკულ ქვეყნებში სუდანიდან მალიმდე. თითქმის 13 წელია, გრძელდება სირიის სისხლისმღვრელი ომი პუტინის გადაწყვეტილების გამო, რაღაც დაუმტკიცოს მსოფლიოს. ფაქტობრივად, ერთმა ადამიანმა მოიპარა მშვიდობის, სულ მცირე, 13 წელი და ჩაანაცვლა ის ტკივილით და კრიზისით, რომელიც აისახება მთელ მსოფლიოზე. ფაქტობრივად, პუტინი განასახიერებს ომს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის არის ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ გრძელდება სხვადასხვა ომი და კონფლიქტი და რატომ არის მშვიდობის აღდგენის ყველა მცდელობა წარუმატებელი. ის არ შეიცვლება, ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ, ყველა უნდა შევიცვალოთ. პუტინი ღიად ამბობს, რა სურს, რას აკეთებს და ვინ არის მისი სამიზნე. მისი პასუხი ყოველთვის არის ომი. ჩვენ, ყველა უნდა შევიცვალოთ, რომ ამ კაცის თავში ან ნებისმიერი აგრესორის თავში არსებულმა სიგიჟემ არ გაიმარჯვოს. პუტინი ღიად ამბობს, რა სურს, რას აკეთებს და ვინ არის მისი სამიზნე. მისი პასუხი ომის ხანგრძლივობაზე ყოველთვის არის – ომი დაუსრულებლად. მას სიამოვნებს კონფლიქტები, რომლებიც იწვევს სხვების ტანჯვას. მშვიდობისკენ მოწოდებებზე მისი პასუხია – მეტი იარაღი ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან. მისი მსგავსი რეჟიმები არსებობენ, ვიდრე ისინი აწარმობენ ომს. და ჩვენ, ყველა თავისუფალ მსოფლიოში ვარსებობთ, ვიდრე შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა. ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ჩვენ, უკრაინას ეხება, ისინი ფუნდამენტურად ცდებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)