19:05 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-16 17:32:25, 712 ნახვა

მსოფლიო
ბერბოკი - ღაზაში მიმდინარე მოვლენები ისრაელისთვის, ღაზაში მცხოვრები მოქალაქეებისა და მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფაა

ღაზაში მიმდინარე მოვლენები სრული კატასტროფაა ისრაელისთვის, ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეებისა და მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბერბოკი აღნიშნავს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო "განუწყვეტლივ მუშაობს", რომ თავიდან იქნეს აცილებული "ის ნაპერწკალი, რომელმაც შესაძლოა, მთელი რეგიონი ჩაითრიოს".

"ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე განუწყვეტლივ ვმუშაობთ, რომ თავიდან ავიცილოთ ის ნაპერწკალი, რომელმაც შესაძლოა, მთელი რეგიონი ჩაითრიოს. ეს მხოლოდ კონკრეტულ რეგიონს არ ეხება, ჩვენ ამ ომის გავლენებს ვხედავთ უკრაინასთან მიმართებითაც. ვხედავთ, რომ მედია არ აშუქებს რუსეთის მხრიდან უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებზე ყველაზე მასშტაბურ თავდასხმებს“, - განაცხადა ბერბოკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics