|
2024-01-16 13:32:18, 594 ნახვა
პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი - ივანიშვილის რეჟიმი ავტორიტარულია და უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რუსეთთან, ჩინეთთან, სადაც დემოკრატია არ არის
ივანიშვილის რეჟიმი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, არის ავტორიტარული და ბუნებრივია, უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, სადაც დემოკრატია არ არის მმართველობის ფორმა,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი Reuters-ის სტატიას. ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა "საქართველოსა და დასავლეთს შორის კიდევ უფრო დიდი ნაპრალის გაჩენას ნიშნავს". "ის, რომ ანტიდასავლურია ივანიშვილის რეჟიმი, ეს განპირობებულია მისი ბუნებიდან გამომდინარე, ის თავისი არსით ავტორიტარულია და ბუნებრივია, უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რუსეთთან და იმ ქვეყნებთან, სადაც დემოკრატია არ არის მმართველობის ფორმა. "ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა 2024 წლის შემდგომ ნიშნავს კიდევ უფრო დიდი ნაპრალის გაჩენას საქართველოსა და დასავლეთს შორის და რა თქმა უნდა, ასეთ ავტორიტარულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირსა და ნატოში",- აცხადებს ჭიაბერაშვილი. ცნობისთვის, Reuters-ი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მმართველი პარტიის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტზე წერს და ამბობს, რომ "ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს". როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად ცდილობს.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)