12:14 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-14 13:07:20, 917 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - თუ „რესპუბლიკელები“ უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ "რესპუბლიკელები" "ბევრს გადაიხდიან", თუ უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების პროგრამას არ დაამტკიცებენ.

ბაიდენი იმედოვნებს, რომ კონგრესში "რესპუბლიკელები" საბოლოოდ მიიღებენ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უკრაინის დახმარებას, ასევე გააძლიერებს აშშ-ის საზღვარს მექსიკასთან.

"თუ ჩემი "რესპუბლიკელი" კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ...

ვფიქრობ, საზღვარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. დიდი ხანია, ამისთვის ვიბრძვი. მოლაპარაკებები ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, რომ ამას მივაღწევთ",- აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics