2024-01-12 19:58:22, 1426 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მობილიზაციის ასაკის უკრაინელი მამაკაცები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, უკრაინაში უნდა დაბრუნდნენ და ქვეყანას დაეხმარონ
მობილიზაციის ასაკის უკრაინელი მამაკაცები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, უკრაინაში უნდა დაბრუნდნენ და ქვეყანას დაეხმარონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთში ვიზიტისას განაცხადა.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინის დახმარება შესაძლებელია ბრძოლის ველზე ან ქვეყანაში მუშაობითა და გადასახადების გადახდით.
„ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ უკრაინის კანონის დარღვევით. ეს ადამიანების, თუ ისინი არიან მობილიზაციის ასაკის, უნდა იყვნენ უკრაინაში და დაეხმარონ უკრაინას. მე არ ვსაუბრობ იმაზე, უნდა იყვნენ თუ არა და ვინ უნდა იყოს ფრონტის ხაზზე, ამისთვის გვაქვს კანონმდებლობა, თუმცა აქ საუბარია ეთიკასა და მორალზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,