|
2024-01-11 14:34:00, 689 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა გახარიას - ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ ჭიჭე ვაშაძე - ბოლო იქნება ჩერგო, იქაც თუ გაძვრები, მზად ვარ, შენს ნაბიჯებზე გესაუბრო
გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე [დებატებში], შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ, ბოლო ტესტი იქნება ჩერგო, იქაც თუ გაძვრები, მერე მე პირადად მზად ვარ, დაგიჯდე და შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გესაუბრო, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა დებატებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განაცხადებას. ზარქუას თქმით, გახარია შელახული იმიჯის ამაღლებას ცდილობს და ამისთვის დებატებში ბიძინა ივანიშვილი გამოიწვია. „მესმის, მას შელახული აქვს იმიჯი და ახლა ცდილობს, რაღაცნაირად აიმაღლოს და ვინ გამოიწვია? ბატონი ივანიშვილი, რომლის ერთი პროცენტი მაინც გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და მერე შეუძლია ასე თამამად გამოიწვიოს. მანამდე ვურჩევ - გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, იმის შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ და მიხვდები რაც, იქ გადადი და ბოლოს ამას რომ მოილევ, ბოლო ტესტი იქნება, ეს არის ჩერგო, იქაც თუ გაძვრები, მერე მე პირადად მზად ვარ, დაგიჯდე და იმ შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორც პრემიერ-მინისტრის, სპეცოპერაციებზე და შემდეგ უკვე გუნდს რომ უღალატე და ქვეყანას და მერე რა მოიმოქმედე, როგორ შეუკარი კოალიციები მარგინალებს და მწვალებლებს საკრებულოებში, აი, მაგაზე მერე გესაუბრები, თუ სურვილი გექნება",- აცხადებს ზარქუა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მზად არის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დებატები გამართოს.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)